Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როგორ უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი? - EU-ს გამოცდილება

BM.GE
10.04.23 14:07
69
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 6,7%-ით, მათგან გამოწვეული დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებლები 2,4%-ით, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი - 4,2%-ით შემცირდა - ამის შესახებ საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ისაუბრა. სხდომაზე განხილულ იქნა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, დადებითად შეფასდა ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, რომელიც შეეხება საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებას და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერას საქართველოში. 

მიუხედავად კლების ტენდენციისა მონაცემები კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია და ბევრ სხვა საკითხს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის. როგორ უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და როგორ გადალახეს ეს პრობლემა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა? 

სტუმარი: დავით მესხიშვილი - „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე;