Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი ბარაბაძე: კონკურენციის სააგენტო "მაესტროს" საქმეს ვერ შეისწავლის

56ceb784644ac
BM.GE
25.02.16 12:07
1243
კონკურენციის სააგენტო "მაესტროს" საქმეს ვერ შეისწავლის, - აღნიშნულის შესახებ, სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ბარაბაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისი თქმით სააგენტოს, აღნიშნულ საქმეში, კანონიდან გამომდინარე აღმასრულებლის როლის შესრულება არ შეუძლია.
 
"ჩვენ გადავუგზავნეთ საქმის მასალები შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, მათ შეუძლიათ, რომ მოგვმართონ ჩვენ, რომ ჩავერთოთ საქმეში, მაგრამ ვერ ვიქნებით საქმის აღმასრულებელი. საქმეს ვერ შევისწავლით, რადგან უფლებამოსილება არ გვაქვს. ეს არის კომუნიკაციების ქვემდებარე და კონკურენციის სააგენტო მასში ვერ ჩაერთვება", - განაცხადა ბარაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მაესტროს" საქმის შესწავლას კონკურენციის სააგენტოს, მაკა ასათიანის ადვოკატმა სთხოვა. "ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულმა პირმა და მისმა ფაქტობრივმა მენეჯერმა, შეიძინა 30 პროცენტი კონკურენტ ტელევიზიაში და ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი შეფასება სააგენტოს მიერ", - აცხადებდა ადვოკატი.

"სააგენტო მოკლებულია მსგავსი საკითხების განხილვის სამართლებრივ საფუძველს, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-111 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ეკონომიკური აგენტების მიერ კონცენტრაციის თაობაზე, სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის კრიტერიუმები, სადაც ცალსახად არის მითითება იმის თაობაზე, რომ კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ.

თავის მხრივ, ამავე კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში განმარტებულია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სფერო განეკუთვნება ეკონომიკის რეგულირებად სფეროს", - განმარტავენ სააგენტოში.