Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა შედეგი მოიტანა USAID-ისა და B2C.GE-ის პარტნიორობამ?

BM.GE
21.04.23 12:19
105
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით განვითარებული და გაზრდილი Griffin-ი. პროგრამა თანამშრომლობს და მხარს უჭერს ისეთ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ისეთ სერვისებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ისარგებლონ ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკის მართვის უახლესი ტექნოლოგიური მიდგომებით. Griffin-მა, ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად შექმნა B2C.ge - ონლაინ პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც მცირე მოვაჭრეებს შეუძლიათ თავიანთი ონლაინ მაღაზიები მარტივად და სწრაფად მართონ. პლატფორმაზე, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, შეიქმნა პროდუქტის მიწოდების ავტომატიზაციის მოდული, რომლითაც პირველ წელს 50-ზე მეტმა მერჩანტმა ისარგებლა. სულ ამ მოდულის საშუალებით განხორციელდა 17 ათასამდე მიწოდება. აღსანიშნავია, რომ ახალი მოდული მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ პროდუქტის მოწოდების პროცესს და კურიერების გადაადგილებას.

სტუმარი: ქეთევან ვაჩიბერიძე - B2C.GE-ის თანადამფუძნებელი;
პაატა სირბილაძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი