Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი დასრულდა

BM.GE
24.07.23 09:39
35
რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი ამ ფორმატში უკვე მეორედ ჩატარდა და წელს ცაგერმა უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა 50-ზე მეტმა მცირე, საშუალო და დიდმა მარანმა მიიღო. ადგილზე წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი ჯიშის, ისე მიკროზონის ღვინოები. ფესტივალს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივები, ისე სხვადასხვა ქალაქიდან და ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები. მათ შორის ღვინის ექსპერტები და ექსპორტიორები, რაც რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ექსპორტზე გატანას შეუწყობს ხელს.