Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-ის მონეტარული პოლიტიკა - როდის შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი?

BM.GE
21.06.23 16:42
98
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10,5%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ წლიური ინფლაცია უკვე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა მოხდეს. ეროვნული ბანკი პრესრელიზში მიუთითებს, რომ შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლა კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება. მაღალი ალბათობით, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შემდგომ სხდომაზე შეამცირებს, რომელიც 2 აგვისტოს უნდა ჩატარდეს. 

რა მოლოდინები აქვს უკვე საქართველოს ცენტრალურ ბანკს, როგორ შეიძლება შეიცვალოს მონეტარული პოლიტიკა? 

სტუმარი: შალვა მხატრიშვილი - ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი;