Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება

BM.GE
13.07.23 16:42
75
2010 წლიდან დღემდე უმაღლესი განათლების სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 25.1 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. სტუდენტები ძირითადად საქართველოში ისრაელიდან, ინდოეთიდან და იორდანიიდან ჩამოდიან. რამ განაპირობა საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილის ზრდა, რომელ სასწავლებლებს ანიჭებენ ისინი უპირატესობას და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ ამ კუთხით უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეძლოს?