Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არიკ ჯგუფმა" შესაძლოა ოპერირება შეაჩეროს - ინვესტორი გაჭიანურებულ სასამართლო დავაზე ჩივის

BM.GE
17.07.23 14:19
45
საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი მეურნეობის წარმომადგენლებმა შესაძლოა ოპერირება შეაჩერონ. საუბარია კომპანია "არიკ ჯგუფზე", რომელიც სასამართლო დავის გაჭიანურების გამო მილიონობით ზარალს ითვლის. ინვესტორი ამბობს, რომ მიმდინარე სასამართლო დავის გამო ის მოკლებულია ყველანაირ ფინანსურ რესურსს იმისთვის რომ თავისი მეურნეობა მართოს თუ განავითაროს. შესაბამისად დგას რისკი, რომ კომპანიამ საქმიანობა შეაჩეროს. რას ამბობს ინვესტორი და რას ამბობენ იურისტები, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მსგავსს პრეცედენტებს ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე?