Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები?

BM.GE
15.06.23 11:46
58
"ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია. კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო. 

ვეტოს დაძლევით კი პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება. კანონში არსებული ეს ჩანაწერი პირდაპირ მიემართება სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილს, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს. 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. 

სტუმარი: გიორგი კეპულაძე - „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე