Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გიორგი კეპულაძე: ლარის კურსი ფაქტობრივად მიშვებული იყო

56a235dcf0244
BM.GE
22.01.16 17:54
1412
"დღეს რუსეთში მიმდინარე პროცესები მინიმუმ ეკონომიკურ მოლოდინებზე ახდენს უარყოფით გავლენას", - აღნიშნულის შესახბ "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. კეპულაძის განცხადებით, დღეს საქართველო უფრო მეტად არის რუსეთის ეკონომიკაზე მიბმული.
 
"ჩვენ დღეს მეტად ვართ მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე, ვიდრე ადრე. დღეს ის ჩვენი ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია. 1999 წლის ლარის გაუფასურებას და წინა პიკს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ რუსეთში, 1998 წლის ბოლოს, დეფოლტი იყო. ამას მოყვა საქართველოშიც ლარის მკვეთრი გაუფაურება. ახლაც როდესაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთბები განსაკუთრებით გააქტიურდა, რუსეთი კვლავ ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა, შესაბამისად იქ მიმდინარე პროცესები მინიმუმ ეკონომიკურ მოლოდინებზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას", - აცხადებს კეპულაძე. რაც შეეხება ლარის კურსზე შიდა ფაქტორების გავლენას, კეპულაძე აღნიშნავს, რომ ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრაში წვლილი მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც უნდა შეიტანონ. გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და მათ ზეგავლენაზე ქვეყანაში წინასწარი კვლევები უნდა ტარდებოდეს.

"ფუნდამენტური ფაქტორებიც თავისთავად ახდენენ ზეგავლენას. გასაკეთებელი რა თქმა უნდა გაცილებით მეტია, ფაქტობრივად მიშვებული იყო ლარის კურსი. პრივატიზაციასთან დაკავშირებით გვესმოდა განცხადებები, მაგრამ სამწუხაროდ დღეს როგორც ჩანს აქტიური მუშაობა არ ჩატარდა და შედეგიც მივიღეთ. ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებაში მთავრობამაც და ეროვნულმა ბანკმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. რეგიონული ფაქტორი რა თქმა უნდა ახდენს ზეგავლენას, მაგრამ იმისთვის არსებობს ხელისუფლება და მთავრობა რომ ეს რეგიონული ფაქტორები გაითვალისწინოს და წინასწარ გათვალოს, - არავისთვის არ იყო უცხო რომ ნავთობის ბაზარზე ფასები კიდევ უფრო დაეცემოდა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არავინ არ აპირებს და რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდებოდა. ამაზე წინასწარ უნდა იმუშაონ, კვლევები და სტრესტესტები უნდა ტარედბოდეს", - აცხადებს გიორგი კეპულაძე.