Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გიორგი კვირიკაშვილი: 3-5 წელიწადში საქართველოში იქნება სოლიდური საფონდო ბირჟა

5722fa168e624
BM.GE
29.04.16 10:05
1164
საქართველოში საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკაში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერი ორივე რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში სოლიდური საფონდო ბირჟის შექმნას ვარაუდობს.
 
"საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან უკვე ამოქმედდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქვეყანაში ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი შეიქმნას და პენსიონერების დაფინანსების დონე იყოს მაღალი, ხოლო ტვრითი დაფინანსების გადავიდეს საპენსიო ფონდებზე.

3-5 წელიწადში საქართველოში იქნება სოლიდური საფონდო ბირჟა. რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.