01.Feb.2016 15:40
Financial Sector

გიორგი ქადაგიძე: ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ ევროპული საზომით ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანაა

გიორგი ქადაგიძე: ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ ევროპული საზომით ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანაა
დღეიდან  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა. თავდაპირველად მიმოქცევაში გავა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ის წელს მოგვიანებით გავა მიმოქცევაში.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე განმარტავს, ახალი ბანკნოტების ბეჭვდის პროცესი დამატებით ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით, ბანკნოტების დაბეჭვდა ბანკს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ძველი ნომინალის ბანკნოტების ბეჭვდა უჯდებოდა.

"დღეს დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, სამწლიანი მუშაობის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ მიმოქცევაში გამოდის დღეს უკვე ახალი 20 ლარიანი და 50 ლარიანი ბანკნოტები, რამდენიმე თვეში გამოვა 100 ლარიანი და მომავალი წლის დასაწყისში სავარაუდოდ ასევე 5 და 10 ლარიანი ბანკნოტები, ახალი ბანკნოტების გამოსვლასთან დაკავშირებით რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო. პირველი, ისინი მიმოქცევაში იქნება ძველ ბანკნოტებთან ერთად და დროთა განმავლობაში ცვეთასთან ერთად ძველი ბანკნოტები ამოვა მიმოქცევიდან და მას სრულად ჩაანაცვლებს ახალი. ახალი ბანკნოტები არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული როგორც დიზაინით განახლებული, ასევე ტექნოლოგიურად. ასევე მნიშვნელოვანი დეტალია რომ მასზე დატანილია სუსტი მხედველობისთვის ამომცნობი ნიშნები და ასევე ეს პროცესი მთლიანად არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით მათი ბეჭდვა უფრო იაფი უჯდება ეროვნულ ბანკს ვიდრე უჯდებოდა ძველი ნომინალის ბანკნოტების ბეჭდვა. ეს არის პირველი განახლება ლარის ოცწლიანი ისტორიის განმავლობაში. ზოგადად განახლება და სიახლე ყოველთვის დაკავშირებულია დადებით პოზიტიურ მოლოდინებთან და ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ ევროპული საზომით ჯერ კიდევ არის ძალიან ღარიბი ქვეყანა.

დიდ რაოდენობას ჩვენი მოსახლეობის არა აქვს ჯერ კიდევ ღირსეული ცხოვრების პირობები მაგრამ მე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ყველა ჩვენ მოქალაქეს ვუსურვო მატერიალური კეთილდღეობა. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვაქვს მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა გამოწვევას დავძლევთ და გავუმკლავდებით”, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.



18.Apr.2019 10:54
84

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 22:15
127

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
280

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More
16.Apr.2019 22:37
62

S&P revised Georgia’s Outlook to positive on economic resilience

More
10.Apr.2019 15:53
1806

TBC Bank acquires leading Uzbek payment platform Payme

More
09.Apr.2019 16:36
74

Koba Gvenetadze: Competition in Georgian Bank System is Quite High

More