Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გლობალური მეწარმეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 81-ე ადგილზეა

570c8db0aed5d
BM.GE
12.04.16 09:50
1085
გლობალური მეწარმეობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 131 ქვეყანას შორის, 81-ე ადგილზეა, ინდექსით 28.7.
 
რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სტარტაპების, მეწარმეობისა და ახალბედა ბიზნესის ინდექსს ადგენს.

რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილზეა კანადა, მესამეზე კი ავსტრალია.

რაც შეეხებათ რეგიონის ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 62 ადგილზეა, უკრაინა 63-ზე, თურქეთი კი 28-ზე. აზერბაიჯანი და სომხეთი რეიტინგში არ შედიან.

გლობალური მეწარმეობის ინდექსს, გლობალური მეწარმეობისა და განვითარების ინსტიტუტი (GEDI) აქვეყნებს. რეიტინგის შედგენისას კვლევითმა რგანიზაციამ ისეთი ინდიკატორები გამოიყენა, როგორიც არის დამოკიდებულება მეწარმეობის მიმართ და სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა.