Home
Category
TV Live Menu
Loading data...

GOGC-მა 250 მილიონის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა

5717821021cac
BM.GE
20.04.16 17:18
1128
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.
 
კომპანიის ცნობით, ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა 2016 წლის 19 აპრილს.

ფასიანი ქაღალდების ვადიანობა შეადგენს 5 წელს (დაფარვის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი), შემოსავლიანობა - 7,00%-ს, ხოლო გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი, ე.წ. “კუპონი“ – 6,75 %-ს.

კომპანიის ცნობით, ევროობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა“ როუდ შოუები“ დიდ საფინანსო ცენტრებში, რომელიც კორპორაციის მენეჯმენტმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამართა.

ევროობლიგაციების რეფინანსირება საშუალებას მისცემს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” გააძლიეროს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია და ასევე ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურებისა და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების განვითარება.

შეგახსენებთ, სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's -მა ობლიგაციების გრძელვადიანი რეიტინგი "В+" დონით განისაზღვრა.

გასულ კვირას, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციებით (GEOROG) ვაჭრობა დაიხურა ფასით - 102.1 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 4.8%-იანი შემოსავლიანობით.

GBC.GE