Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Goldman Sachs: რუსეთსა და "ოპეკს" შორის მიღწეული შეთანხმება, ნავთობის ფასზე გავლენას არ იქონიებს

56c58d16654f3
BM.GE
18.02.16 13:20
1352
Goldman Sachs-ში მიაჩნიათ, რომ "ოპეკის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მის ფასზე გავლენას არ მოახდენს. "საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის გაფორმბული შეთანხმება ნავთობის მოპოვების უცვლელობაზე ნავთობის ბაზარზე მცირე გავლენას იქონიებს. ამავე დროს არსებობს ეჭვები, რომ შეთანხმება არ შესრულდება", - ციტირებს Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის სიტყვებს Bloomberg-ი.

საინვესტიციო ბანკში თვლიან, რომ არასტაბილური ფასები იქამდე შენარჩუნდება, სანამ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები წიაღისეულის მოპოვების ზრდას არ შეაჩერებენ. ბანკის პროგნოზის მიხედვით, ნავთობის მარაგების ზრდის შეჩერება, შესაძლოა 2016 წლის მეორე ნახევარში მოხდეს.
 
16 იანვარს გამართული მოლაპარაკებებისას საუდის არაბეთი, კატარი, ვენესუელა და რუსეთი შეთანხმდნენ აღარ გაზარდონ ნავთობის მოპოვების მოცულობა.

"ოთხი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის შედეგებით, საუდის არაბეთი, კატარი, ვენესუელა და რუსეთი მზად არიან ნავთობის მოპოვების მოცულობა 2016 წლის იანვრის მონაცემებზე შეაჩერონ. გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამ შეთანხმებას სხვა მწარმოებელი ქვეყნებიც შეუერთდებიან", - განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა.