Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გუბერნატორი: კახეთის რეგიონში უკვე საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება გაჩნდა

5720a4fe0020a
BM.GE
27.04.16 15:36
1084
კახეთის რეგიონის განვითარების გეგმა 2017 წლამდე შემუშავდება. როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ინვესტორების დაინტერესება კახეთის მიმართ საკმაოდ დიდია და სწორედ ამიტომ გადაწყდა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც კერძო სექტორიც იქნება გაერთიანებული.
 
"სტატისკის მიხედვით, 2013 წელს კახეთს ყავდა 383 000 ტურისტი, 2015 წელს ამ ციფრმა მილიონს გადააჭარბა და წლის პირველი სამი თვის მონაცემებით ეს ციფრი კიდევ იზრდება.

2013 წელს 122 000 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ და წელს 200 000 ტონის გადამუშავებას ველოდებით.

რეგიონში რამდენიმე ათეული ცნობილი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს და ამიტომ გადაწყდა რომ შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც კახეთს მისცემდა ახალ სიცოცხლეს“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

რაც შეეხება კახეთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, აეროპორტის აშენების შემაფერხებელი წინაპირობა TAV GEORGIA-სთან დადებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ მანძილებზე საერთაშორისო აეროპორტის აშენება არ შეიძლება.

"ბიზნესმა დასვა საერთაშორისო აეროპორტის საკითხი. რეგიონში უკვე საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება გაჩნდა, იმისთვის, რომ პირდაპირი რეისები დაინიშნოს კონკრეტულ ქვეყნებთან და ტურისტული მარშუტები გაკეთდეს", - განაცხადა შიოლაშვილმა.