Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის ახალი წესი და მისი გამოწვევები

BM.GE
29.06.23 10:32
89
ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა, რომლის მთავარ მიზანს, უწყების თქმით, საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგულირება წარმოადგენს. წესი ითვალისწინებს, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ და მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს. სებ-ის მიერ შემუშავებული წესი 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. 

დოკუმენტის თანახმად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა აეკრძალათ. როგორც ეროვნული ბანკის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ კანდელაკი BMG-სთან საუბრისას ამბობს, წესის ეს ნაწილი პირდაპირ გულისხმობს ფიზიკურ პირებზე ვირტუალური აქტივის სესხის გაცემის აკრძალვას. 

რას მოიცავს ჯამში ეს აკრძალვა, როგორ იცვლება რეგულირებით ცალკეული სუბიექტების თუ კომპანიების პოზიციები? 


სტუმრები: ზურაბ ახალაძე - "გრანთ თორნთონ საქართველოს" უფროსი იურისტი;
ბექა ქემერტელიძე - City Pay-ის დამფუძნებელი.