Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იან კელი: მნიშვნელოვანია, რომ მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს

56cab5e7f33b5
BM.GE
22.02.16 11:15
1273
ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მედიასექტორი სრულად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს, განსაკუთრებით კი არჩევნების პერიოდში.
 
"მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიასექტორი სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს, ეს განსაკუთრებით არჩევნების წელსაა მნიშვნელოვანი.

ქართველ ხალხს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს არჩევანის გასაკეთებლად, ამისთვის მედიაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა. ამ კონტექსტში ჩვენ მაესტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით", - განაცხადა ელჩმა.