Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით შემცირდა

566e6c414e84d
BM.GE
14.12.15 11:12
1963
2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8892 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2019 მილიონი დოლარი იყო რაც 23 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. იმპორტმა 6873 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.
 
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში შემცირდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. ნოემბერში ექსპორტმა 187 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 579 მილიონი. ნოემბრში სავაჭრო ბრუნვამ 766 მილიონი დოლარი შეადგინა.