Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

იანვარში სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს

568d1d27ba8bd
BM.GE
06.01.16 17:49
1613
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისა და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაზღვევის პროგრამა 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება. მიმდინარე წლის იანვარში კი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს.

"აქ არაფერია საიდუმლო. ჩავარდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია. იანვარში ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს, 1-ელი თებერვლიდან კი, დაზღვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. სამხედროებისთვის, ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა, მათ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისევე იზრუნებს თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევის დროს ზრუნავდა, უბრალოდ, სამხედროებს სადაზღვევო ბარათი 1-ელი თებერვლიდან ექნებათ ჯიბეში, ნაცვლად 1-ელი იანვრისა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინათინ ხიდაშელმა.