25.Apr .2016 14:42

იაპონიაში ფერმერებს რობოტები ჩაანაცვლებს

views 1087
Back

იაპონიაში ახალი პროგრამა დაიწყო, რომლის თანახმად, ფერმერებს, რომლებიც პენსიაზე გადიან, თანდათან რობოტები, უპილოტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ავტომატიზებული ფერმები ჩაანაცვლებს,- წერს Bloomberg-ი.

ახალი ინიციატივის შესახებ იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იაპონიაში გამართულ G7-შეხვედრაზე განაცხადა.

ფერმერების რობოტებით ჩანაცვლების გადაწყვეტილება იაპონელი ფერმერების საშუალო ასაკი გამო მიიღეს, რაც 67 წელია და ამ ასაკის ადამიანებს მინდვრებზე მუშაობა სულ უფრო უჭირთ. მინისტრის თქმით, ბევრ მათგანს მემკვიდრეც არ ჰყავს, რომელიც მის საქმეს გააგრძელებს.

მინისტრმა განაცხადა, რომ იაპონია რობოტი ფერმერების შესაქმნელად 4 მილიარდ იენს (37 მილიონ დოლარს) დახარჯავს. 20 სხვადასხვა სახეობის რობოტი ფერმერებს მუშაობის ავტომატიზირებაში დაეხმარება.

იაპონიაში ასევე მუშაობენ მოწყობილობის შექმნაზე, რომლის ტარებასაც ხანშიშესული ფერმერები ზურგით შეძლებენ. ეს მოწყობილობა მათ ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღებაში დაეხმარება.

სააგენტო იტყობინება, რომ ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის სურვილი  ნაკლებია და იაპონიის მთავრობა შიშობს რომ შედეგად ქვეყანაში იმპორტი გაიზრდება.