Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იაპონიის ეკონომიკაში რეცესიის რისკებია

5649b722f31ca
КорреспонденТ.net
16.11.15 14:44
2125
2015 წლის მესამე კვარტლის მშპ-ის მონაცემებით, იაპონიის ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად შემცირებულია. ამ თვალსაზრისით, მოსალოდნელზე უარესი მდგომარეობაა.
 
იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიულ მდგომარეობაში შედის. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ორი კვარტლის მაჩვენებლით ზედიზედ შემცირდა.

ორშაბათს, 16 ნოემბერს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშპ-ის მაჩვენებელი ივლის-სექტემბერში წლიური თვალსაზრისით 0,8%-ით შემცირდა და არა 0,2%-თ როგორც ამას ელოდნენ.
მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0,7 %-ით დაეცა. ამავე დროს, მესამე კვარტალში შიდა სამოხმარებლო მოთხოვნა 0,5%-ით გაიზარდა, რომელიც მშპ-ის 60% წარმოოშობს.

ანალიტიკოსები მიმდინარე კვარტალში ეკონმიკური მაჩვენებლის მცირე ზრდას ელიან. ამასთან, სუსტმა მაჩვენებლებმა შესაძლოა იაპონიის მთავრობა აიძულოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.