Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იციკ მოშე: მთავრობას დადებითი მესიჯები აქვს

569cdb6626ad7
BM.GE
18.01.16 16:08
1076
"მთავრობას დადებითი მესიჯები აქვს", - ასეთი შეფასება მისცა საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ პრემიერთან ბიზნესის შეხვედრას. როგორც მოშემ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ისრაელთან ერთობლივი მუშაობით, რეგიონში არსებული რთული სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლია.

"იყო საუბარი რეინვესტირების საკითხზე, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ისრაელელ ბიზნესმენებზე. ეს წელი შეიძლება გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ ისრაელიდან მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტორი. მსოფლიო ეკონომიკაში, როდესაც არის ასეთი რთული სიტუაცია საქართველოს ერთობლივი მუშაობით შეუძლია დადებითად და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს სიტუაცია. მთავრობას აქვს დადებითი მესიჯები", - განაცხადა იციკ მოშემ.