Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ილია ელოშვილი აფხაზეთის ელექტრომომარაგებაზე: არ გვინდა, რომ ჩაქრნენ

56c2de1cd535e
დავით ჯალაღონია
16.02.16 12:28
953
ენერგეტიკის სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.  როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. როგორ მოხდება აღნიშნული რეგიონის ელექტრომომარაგება.
 
"არ გვინდა, რომ ჩაქრნენ. რამდენიმე ვარიანტი განიხილება და რომელზეც ჩამოვყალიბდებით, იმას გეტყვით. საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გვექნება", - განაცხადა ელოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებზე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 12 თებერვალს განაცხადა.  მისი განმარტებით, წყლის შემოდინება ენგურჰესზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

"რეალურად წყლის ნაკლებობა იყო, წელს არ იყო ისეთი შემოდინება, როგორც წლების განმავლობაში. დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული", - განაცხადა კალაძემ.