Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოში უმსხვილესი დეველოპერული კომპანიები

BM.GE
22.06.23 13:18
66
ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია. მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. Forbes-ი უძრავი ქონების ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს ცალკე გამოყოფს, როგორი იყო გასული წელი ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და რომელი მათგანი გვხვდება ლიდერის პოზიციაზე?