Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ინგლისის ბანკი: ევროკავშირის დატოვებით ბრიტანეთი მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე დარტყმას მიიღებს

56dfcb472aa67
BM.GE
09.03.16 11:01
1144
ინგლისის ბანკს არ შეუსწავლია როგორი იქნება გრძელვადიანი ეფექტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყანა მძიმე დარტყმას მიიღებს, - განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა მარკ კარნიმ კომიტეტის სხდომაზე.
 
"აქტივობის დონე შესაძლოა გაურკვევლობამდე შემცირდეს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საინვესტიციო და საყოფაცხოვრებო ხარჯებზე", - აღნიშნა კარნიმ.

ინგლისის ბანკის მმართველმა ასევე აღიარა, რომ ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტი განიხილავს შესაძლებლობას საკუთარი ოპერაციული სისტემის ფუნქციონირება სხვა ქვეყნებში გადაიტანოს, იმ შემთვევაში თუ ბრექსითი განხორციელდება. ის ასევე მიესალმება დევიდ ქემერონის შეთანხმებას, რომელიც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მიმართ პრობლემების გადაჭრას ემსახურება.