Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას შეცვლის "ტურიზმის შესახებ" ახალი კანონი სექტორისთვის?

BM.GE
23.05.23 13:22
54
საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონი იცვლება. ამ დრომდე მოქმედი კანონი 1997 წელს არის მიღებული და ის მსოფლიო ტურიზმში დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. კანონპროექტის ინიციატორებს მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ძველი კანონით არ არის განსაზღვრული ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები და შედეგად, მომხმარებელთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. 

ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურიზმის დირექტივის მოთხოვნები არ არის ასახული საკანონმდებლო დონეზე. ახალმა კანონმა კი უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ტურისტის, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ კი, დაინერგოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. უფრო ვრცლად რა იცვლება და რას ელის სექტორი ტურიზმის შესახებ ახალი კანონით?