iPhone 5 და iPhone 6S-ის ფერადი სერიის შემდეგ, სხვადასხვა ფერში წარმოდგენილი კორპუსით Apple-მ შესაძლოა ამჯერად iPhone 7 წარმოადგინოს.
ამერიკული კომპანია დიზაინს იშვიათად ცვლის, თუმცა გაზრდილი კონკურენციის გამო, კომპანიამ სიახლეების შეტანა გადაწყვიტა. iPhone 6S-ი და iPhone SE ბაზარზე 4 სხვადასხვა ფერის კორპუსით არის წარმოდგენილი.
9to5mac-ის ინფორმაციით, iPhone 7-ს, შესაძლოა კიდევ ერთი ახალი ფერი დაემატოს, რაც ამ მოდელის სმარტფონისთვის ექსკლუზიურად შენარჩუნდება.
კონკრეტულად რომელი ფერის კორპუსით იქნება ახალი მოდელი შემოთავაზებული მომხმარებლებისათვის უცნობია. 9to5mac-ი წერს, რომ სავარაუდოდ ორი ვარიანტი განიხილება: ვარდისფერი ან ლურჯი.