Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირაკლი აბესაძე;მთავრობამ სტიქიამდე მაისში 18 მილიონი სესხი აიღო

564c53908da0a
ბიზნესკონტაქტი
18.11.15 14:28
1842
“მთავრობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაისში სტიქიის მოხდენამდე 18 მილიონი სესხი აიღო,-ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესკონტაქტში’’ განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ თავმჯდომარემ, ირაკლი აბესაძემ. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხების შემცირება თავის მართლებას უფრო გავს. აბესაძის თქმით, რომ რახან 2016 წელს თბილისში ოლიმპიადა არ არის დაგეგმილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხარჯები უნდა შემცირებულიყო.

საგზაო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, სტიქიის მოხდენამდე მაისში დამატებით 18 მილიონიანი სესხი იქნა აღებული თითქოს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხები არ ყოფნიდათ და თუ კი თვლიან, რომ მომავალ წელს რვა მილიონი ლარის შემცირება საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ იმით, რომ ქაქლაქში მომავალ წელს ოლიმპიადა აღარ არის ჩასატარებელ და ამიტომ გზებზე ამ ოდენობის თანხის დახარჯვა არ არის საჭირო, ეს ნამდვილად გაუმართლებელია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, საიდანაც შესაძლებელია მოხდეს სატრანსპორტო კვანძების რეკოსტრუქცია ახალი ხიდების, პანდუსების მშენებლობა, რომ ამ მიმართულებით თანხები მცირდება იმიტომ, რომ მომავალ წელს ოლიმპიადა არ გვაქვს, არც ეს არის სწორი. სწორედ, რომ ოლიმპიადის დონის მნიშვნელობის საკითხები კვლავ არის თბილისში გადასაწყვეტი. იმიტომ, რომ არ გვაქვს ოლიმპიადა, არ ნიშნავს, რომ ხარჯები შევამციროთ. ჩვენ ქალაქში ხიდები, პანდუსები გვაქვს ასაშენებელი, საინჟინრო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი, ამიტომ, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნებოდა ამ თვალსაზრისით კლება არ გვქონოდა და რაც მთავარია, ამით თავს არ უნდა იმართლებდნენ, რომ კლება ოლიმპიადით არის განპირობებული. კარგი იქნებოდა, რომ ეს კლება სახეზე არ ყოფილიყო’’-აღნიშნა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ.