13.Dec.2015 11:53
Economy

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა იბრუნებს ისტორიულ მისიას

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა იბრუნებს ისტორიულ მისიას
ჩინეთიდან თბილისში პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა. მატარებლის შემოსვლას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. როგორც პრემიერმა აღნიშნა აბრეშუმის გზის პროექტი საქართველოში დამატებით ინვესტიციებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.
 
"დღეს მართლაც ისტორიული დღეა, აბრეშუმის გზის ფარგლებში საქართველოს გაივლის პირველი ტრანზიტული მატარებელი, რომელიც ტვირთს ჩაიტანს ჩინეთიდან თურქეთში. აბრეშუმის გზის ამოქმედებით, ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ დღეს ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო გზა, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ.

აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პრდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც დიდი დრო მიაქვს. აბრეშუმის გზის ქვეყნებთან თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს საშუალებას რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად.

მე მიხარია, რომ სიმბოლურად ჩვენს მატარებელს ამშვენებს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში. აბრეშუმის გზა ეს არის იაფი და მოკლე გზა, ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშუტის ნაწილია“, - განაცხადა პრემიერმა



18.Apr.2019 22:43
57

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
84

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
61

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
127

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
280

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More
16.Apr.2019 23:14
74

EU helps Georgian ports manage container vessels

More