Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: მერიაში საკადრო გადაადგილებებია და ეს შეიძლება, გაგრძელდეს

56af2be917b97
დავით ჯალაღონია
01.02.16 13:56
1152
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო გადაადგილებების პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ლექვინაძემ განუცხადა, საკადრო ცვლილებების მთავარი მიზეზი დედაქალაქის უფრო ეფექტურად მართვაა.
 
"თბილისის მერიაში ოპტიმიზაციის პროცესი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს, რათა ადმინისტრაციული ხარჯები უფრო ნაკლები იყოს, მართვა კი - ეფექტური. ამ დროისთვისაც იგივე პროცესია. გარკვეული საკადრო გადაადგილებები მერიაში მიმდინარეობს და ეს შეიძლება, გაგრძელდეს. ამის მთავარი მიზეზი მხოლოდ ერთი რამ არის - უფრო ეფექტურად მოხდეს არსებულ გამოწვევებზე რეაგირება. არანაირ დრამატულ პროცესებს ადგილი არ ექნება", - განაცხადა ლექვინაძემ. ამასთან, ლექვინაძე დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მოადგილეებს შორის კურირების სფეროების ცვლილებას არ გამორიცხავს. რაც შეეხება თავად ირაკლი ლექვინაძის პოსტს, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე იგი თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე რჩება და რაიმე ახალ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა არ მიმდინარეობს.