Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირაკლი ქარსელაძე: თედ ჯონასის მოსაზრება ლოგიკას ვერ უძლებს

573061272f6db
BM.GE
09.05.16 14:04
1121
"თედ ჯონასის საუბარში ვერ დავინახე იურისტის გამოთქმული აზრები", - აღნიშნულის შესახებ თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, თედ ჯონასის მოსაზრება "პანორამა თბილისის" პროექტის შესახებ ანალიზს არ ეყრდნობა და ის ზოგად საუბარს მოიცავს, რომელიც "ლოგიკას ვერ უძლებს".
 
"შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი ჯონასი არ იცნობს ამ პროექტს და იმას, თუ რა ცვლილებები განიცადა მან პირველი ანონსის შემდეგ.

ჩატარდა შესაბამისი კვლევები და ყველა პარამეტრი არის ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება ხეებს, არის კონკრეტული რაოდენობა რომელიც არ აღემატება 146 ხეს, რომლებიც შესაძლოა პროექტში მოჰყვეს და ჩვენ 10000 ხის დარგვა გვაქვს სანაცვლოდ გათვალსიწინებული", - განაცხადა ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, რომ თედ ჯონასმა "პანორამა თბილისს" ეკონომიკურად არაეფექტური პროექტი უწოდა. მისი თქმით, 500 მილიონი იხარჯება პროექტზე, რომელიც არც კულტურულ და არც ისტორიულ ჩარჩოში არ ზის.

თედ ჯონასი: "პანორამა თბილისს" კარგი ეკონომიკური ამონაგები არ ექნება