Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანელ მილიარდერს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

56dc4faa52614
BM.GE
06.03.16 19:31
1381
ირანელ მილიარდერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მას ბრალი ფინანსურ მაქინაციებსა  კორუფციაში ედება. 42 ბაბაკ ზანჯანი 2013 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი ნავთობის ბიზნესით მიღებული შემოსავლის დამალვაში ედება, თუმცა ბიზნესმენი დანაშაულს არ აღიარებს. ბაბაკ ზანჯანი ირანში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც სანქციების პერიოდში, ევროკავშირისა და ამერიკის შავ სიაშიც იყო მოხვედრილი. მისი ქონება 13 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
 
მის მფლობელობაში, 60-მდე კომპანია ითვლება. BBC-ის ინფორმაციით, მან მილიონობით ბარელი ნავთობი, 2010 წელს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, უკანონოდ გაყიდა.