Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანი ორშაბათს სანქციების მოხსნას ელოდება

569786e5e3c44
BM.GE
14.01.16 15:07
1217
ირანი ორშაბათს სანქციების მოხსნას ელოდება. გამოცემა ბლუმბერგის ინფორმაციით, ორშაბათს ანგარიშებზე გაყინული მილიარდობით დოლარისა და მსოფლიოში უმსხვილესი ენერგორესურსების იზოლაციიდან გამოსვლა მოხდება. გამოცემა წერს, რომ ბირთვულ შეთანხმებაზე ირანის მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ ანგარიში პარასკევს გამოქვეყნდება, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის კი იმედოვნებს, რომ სანქციების მოხსნის შესახებ ოფიციალური განცხადება კვირას გაკეთდება.
 
სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ირანი ანგარიშებზე გაყინულ 50 მილიარდ დოლარზე წვდომას მოახერხებს. ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მზად არის სანქციების მოხსნიდან ერთ კვირაში ნავთობის წარმოება დღეში 500 000 ბარელით გაზარდოს. მსოფლიოში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგიც სწორედ ირანშია.