Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დარჩება თუ არა უმოქმედოდ ეროვნული ბანკი და რა სჭირდება კაპიტალის ბაზარს განვითარებისთვის?

BM.GE
19.06.23 18:34
74
პარლამენტი სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ 2 კანდიდატურაზე ამ კვირაში იმსჯელებს, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საბჭოს წევრებად წარდგენილ გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს იმ კანდიდატების წარდგენა, რომელიც კონსულტაციების შედეგად შეირჩევა.