Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანის ელჩის მოადგილე: საქართველო ითვალისწინებდა დასავლელი პარტნიორების რჩევებს

56b9dda81fa7e
BM.GE
09.02.16 16:36
1077
"ჩვენ აბსოლუტურად გვესმოდა საქართველოს მდგომარეობის", - აღნიშნულის შესახებ საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ, მოჰსენ ქებრიაიმ საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემის კომენტირებისას განაცხადა.
 
"საქართველო ითვალისწინებდა თავისი დასავლელი პარტნიორების გარკვეულ რჩევებს", - აღნიშნა ელჩის მოადგილემ. მისივე თქმით, სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანი ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასა და ამერიკასთან გააღრმავოს.

"საკმაოდ დიდია პერსპექტივა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ინვესტიციები განახორციელონ ირანის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ძირითადად ნავთობის ინდუსტრიაში. ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ დასავლეთთან ურთიერთობები უფრო და უფრო გამყარდეს და მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს, რაც ბუნებრივია, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებასაც ხელს შეუწყობს", - განაცხადა ელჩის მოადგილემ.