Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ირანის ელჩის მოადგილე: სავიზო რეჟიმი საქართველოში ირანელ ინვესტორებს ზღუდავდა

56b9d38198d56
BM.GE
09.02.16 15:51
1065
საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაის განცხადებით, საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს. როგორც ელჩის მოადგილემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მხრიდან, სავიზო რეჟიმის დაწესებამ ქვეყანაში ირანული ინვესტიციების შეფერხება გამოიწვია.
 
"საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური კავშირები ადრეც არსებობდა. ორივე ქვეყანას ჰქონდა და აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პორტები შავი ზღვისპირეთში, რითაც ირანი უკვე ევროპას დაუკავშირდება. ასევე ირანსაც აქვს თავისი შესაძლებლობები და საქართველოს თავისი წვლილი შეიძლება შეიტანოს ამ ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდაში.

გასულ წელს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენა სამთავრობოთშორისო კომისიის ჩატარება იყო თეირანში. თეირანში კომისიის ფარგლებში საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა თითქმის ყველა მიმართულებით გაღრმავდებოდა.

თუმცა, გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადაგილი, - საბანკო ურთიერთობები არ არსებობდა, რამაც გარკვეულწილად ეკონომიკური თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანას შორის შეაფერხა. გარდა ამისა, სავიზო რეჟიმი იყო ცალმხრივად, საქართველოს მხრიდან დაწესებული, რაც ირანელ ინვესტორებს ზღუდავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ გამოაქვეყნა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ირანის ბირთვულ პროგრამებში სამხედრო ნიშნები არ შეინიშნებოდა, დასავლეთი მაინც აგრძელებდა ერთგვარ ანტიირანულ კამპანიას და სწორედ ამ კამპანიის გამო ბევრი ქვეყანა ირანთან ურთიერთობების გახსნას ერიდებოდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ პროცესები ირანის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა და ამან აჩვენა, რომ მოლაპარაკების გზით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ურთულესი პრობლემის გადაჭრა. ამ მოლაპარაკებით ორივე მხარემ, როგორც დასავლეთმა ასევე ირანმა, დიდ სარგებელს მიღწია”, - განაცხადა ელჩის მოადგილემ.