Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ირანული გაზის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობები - ანგარიში

56af151245a00
BM.GE
01.02.16 12:14
1237
ირანის გაზის მრეწველობა, მსოფლიოს და კერძოდ ევროპის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უზარმაზარ საინვესტიციო დაბანდებებს მოითხოვს, - ნათქვამია ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული, დინუ პატრიჩიუს სახელობის გლობალური ენერგეტიკის და ევრაზიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკის, არიელ კოენის ანგარიშში, რომელზეც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Trend წერს.
 
"ტექნოლოგიური და საფინანსო შეზღუდვების გამო, რაც გამოწვეულია ცუდი შიდა მართვით, გამოცდილების არქონით და დასავლეთის სანქციებით, ირანი წელიწადში 160 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს, ხოლო მიწოდება ირანიდან გაზის ექსპორტის გლობალური ბაზრის 1%-ზე ნაკლებია“, - ნათქვამია კოენის ანგარიშში.

ევროკავშირის ბოლოდროინდელ დაახლოებას თეირანთან, (რომლის დადასტურებული მარაგები BP-ის 2015 წლის დასაწყისის მონაცემებით, 34 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა), ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობა შეუძლია, -მიაჩნია არიელ კოენს.

მისი აზრით, პირველი მარშუტი, რომლის საშუალებითაც ევროპული გაზი ევროპაში უნდა მოხვდეს, წელიწადში 14 მლრდ კუბური მეტრი სიმძლავრის თურქეთი-ირანის გაზსადენია. ამ გაზსადენით, ირანიდან ევროპაში გაზის ექსპორტის დაწყება შესაძლებელია უახლოეს 2-3 წელიწადში და შესაძლებელი იქნება 7 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება წელიწადში.
 
ანგარიშში ასევე მოცემულია, რომ ირანული გაზის ევროკავშირში მისაღებად არსებობს გაზსადენის „პარსი“ მშენებლობის გეგმა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 40 მლრდ კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იქნება. ეს გაზსადენი უმსხვილეს ირანულ საბადოს „სამხრეთის პარსი“ დააკავშირებს თურქეთთან, ხოლო შემდგომში - ევროპასთან.

კოენი თვლის, რომ ირანული გაზის ექსპორტს ევროპაში ხელს შეუწყობს თხევადი გაზის რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობა და ირანის ხელისუფლება ამ მიზანს, როგორც ჩანს, უახლოეს წლებში მიაღწევს.