Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ისრაელი, უკრაინა და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ზონას ქმნიან

5681003121b67
BM.GE
28.12.15 13:24
1319
უკრაინა თავისუფალი სავაჭრო ზონის (FTA)-ის შესახებ თურქეთთან და ისრაელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრეზიდენტი პოროშენკო სულ ცოტა ხნის წინ იერუსალიმში იმყოფებოდა და პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით სწორედ იქ გადაიდგა. მომდევნო შეხვედრა უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლებთან 2016 წლის დასაწყისშია დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ სააგენტო TASS -ს უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, ნატალია მიკოლსკაიამ განუცხადა.
 
"ჩვენ ისრაელისა და თურქეთის დელეგაციებთან განვიხილეთ საკითხები ეფექტური სავაჭრო ურთიერთობების შექმნაზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მანვე დასძინა, რომ ეს ბაზრები უკრაინელი მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების ექსპორტიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.