28.Jan.2016 18:02
Business

ივა ჭყონია: ლარის გაუფასურების გამო, შარშანდელმა ზარალმა რეალიზაციის 5-6% შეადგინა

ივა ჭყონია: ლარის გაუფასურების გამო, შარშანდელმა ზარალმა რეალიზაციის 5-6% შეადგინა
კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი, ივა ჭყონია "ბიზნესკონტაქტთან" ლარის გაუფასურებით გამოწვეულ ზარალზე საუბრობს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ფასების გაზრდა ბაზარზე ნეგატიურად ისახება, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, მსყიდველუნარიანობაც საკმაოდ დაცემულია.
 
"ციფრებს არ მოვიშველიებ, მაგრამ კურსთა შორის სხვაობით, ჩემმა შარშანდელმა ზარალმა რეალიზაციის დაახლოებით 5-6 პროცენტი შეადგინა, რაც კატასტროფული შედეგია. ამავე დროს, ძალიან დიდი პრობლემაა ფასების ზრდა, რაც ბაზარზე ნეგატიურად აისახება. ლარის გაუფასურების გამო, მსყიდველუნარიანობა დაცემულია. აქედან გამომდინარე, ფასის გაზრდას აზრი არ აქვს. ამან შეიძლება უფრო ცუდ შედეგამდეც მიგვიყვანოს", - ამბობს ჭყონია.

ბიზნესმენი არასტაბილურ გარემოზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არასტაბილურობა ინვესტორებს აფრთხობს და მათ უნდობლობას იწვევს.

"ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი კომპანია საქართველოს ბაზარზე თავისი პროდუქციის წარდგენას გვთავაზობდა. კომპანიის დასახელებისგან რიგი მიზეზების გამო, თავს შევიკავებ. საბოლოო ჯამში, არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე პირობებზე ვერ შევთანხმდით. კომპანიებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობ, თუ 2013 წლამდე 5-6 თვის კონსიგნაცია მქონდა დროში გაწერილი, დღეს 2 თვეზე მეტხანს კონსიგნაციას არ მაძლევენ. ყველაფერი ეს კი თავისთავად ბიზნესის განვითარებაზე აისახება. მეც და ჩემი სახით სხვა კომპანიებიც ვცდილობთ, რომ ამ რთულ სიტუაციაში ბიზნესის სტაბილურობა რამენაირად შევინარჩუნოთ და ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან არ შევამციროთ", - განაცხადა ივა ჭყონიამ.



08.Apr.2019 17:15
156

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
332

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
564

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
506

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
249

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
331

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More