Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პანელური დისკუსია მენტალურ ჯანმრთელობაზე

BM.GE
10.07.23 11:15
51
TBC Concept-ის წარდგენით და სნეპთან პარტნიორობით დღეს საღამო 7 საათიდან კონცეპტის სივრცეში ძალიან საინტერესო შეხვედრაა დაგეგმილი. 150 მდე სტუმარს სხვა ორ განსხვავებულ პანელზე სადისკუსიოდ და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის „მენტალური ჯანმრთელობა“ მწყობრი და მომცველობითი სახით სტუმრებს მენტალური ჯანმრთელობის საყრდენ საკითხებს გაუზიარებენ. 

რას ნიშნავს შფოთვა სოციალურ ურთიერთობებში, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რატომ უნდა იზრუნოს კომპანიამ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, რა ინფორმაციის მატარებელია ჩვენი გენი? - მართლა ძალიან საინტერესო შეხვედრა დაიგეგმა თემაზე, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში აშკარად აქტუალური და მნიშვნელოვანია. 

სტუმრები: მარიამ სპარსიაშვილი - Forbes woman-ის აღმასრულებელი რედაქტორი;
ელენე კვანჭილაშვილი - პანელური დისკუსიის “მენტალური ჯანმრთელობის” მოდერატორი;
სოფო სოლოღაშვილი - “სნეპის" აღმასრულებელი დირექტორი.