Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რას წარმოადგენს “პოზიტიური მშობლობის კვირეული”?

BM.GE
05.06.23 09:42
67
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე “ჯიპიაი ჰოლდინგმა” UNICEF-თან ერთად “პოზიტიური მშობლობის კვირეულით” აღნიშნა, პირველი სესია უკვე მოეწყო, ხოლო დღეს მეორე სესია გაიმართება. "პოზიტიური მშობლობის კვირეულის” შეხვედრების ფარგლებში UNICEF-ის ექსპერტ-ფსიქოლოგები საინტერესო საკითხების შესახებ საკუთარ ცოდნას ჯიპიაი ჰოლდინგის თანამშრომლებს უზიარებენ. ისინი ტრენინგზე საუბრობენ, შვილებთან კომუნიკაციის ფორმებზე, პოზიტიური აღზრდის მეთოდებსა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების გზებზე. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სემინარები 2, 5 და 9 ივნისს იმართება.

სტუმრები: თინა სტამბოლიშვილი - "ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორი;
მაია ქურციკიძე - "UNICEF საქართველოს" კომუნიკაციების ხელმძღვანელი.