Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - ნარჩენების მართვის სტარტაპი “Pickup”

BM.GE
25.07.23 13:21
50
Pickup - ასე ჰქვია საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ინოვაციურ სტარტაპს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, ადამიანებს დროის დაზოგვასა და კომფორტს ჰპირდება. სტარტაპის აპლიკაციით მომხმარებელს საშუალება ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, თავიდან აირიდოს ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული უსიამოვნებები. Pick up-ის დამფუძნებელი ამირან ანანიაშვილი ამბობს, რომ ნარჩენების გატანის პრობლემა ტექნოლოგიების დახმარებით გადაჭრეს და აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალია ინტეგრირებული. ფიქ აფს უამრავი გეგმა აქვს. მათ შორის, აპლიკაციას სეპარირებული ნარჩენების გატანის მოდელიც უნდა დაემატოს.

ამირან ანანიაშვილი - Pick up-ის დამფუძნებელი