Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამუშაო ძალის საზღვარგარეთ გაგზავნას იწყებს

5720527e116cc
ელენე გოგბერაშვილი
27.04.16 09:44
1216
ჯანდაცვის სამინისტროს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში დახმარებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს. როგორც უწყების დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, მათი ექსპერტული დახმარებით გეგმავენ ქვეყანაში ცირკულარული მიგრაციის პროექტი განახორციელონ, რაც სამუშაოს მაძიებლებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.
 
"ცირკულარული მიგრაცია არის ჩვენი სამუშაო ძალის გაგზავნა საზღვარგარეთ. ეს მათ ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის ამაღლებაში, უნარების შეძენაში. მათ უკან დაბრუნების დროს დაეხმარება სამუშაოს ადვილად მოძებნაში და ინტეგრაციაში შრომის ბაზარზე.

ეს გააუმჯობესებს მათ კონკურენტუნარიანობას. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სამუშაოს მაძიებლებს კომპეტენციების დაუფლებაში, რაც მოთხოვნადია ჩვენს ბაზარზე და ამით დასაქმების მაჩვენებლი გავზარდოთ", - აცხადებს ელზა ჯგერენაია.

ევროკავშირის პროექტის "პარტნიორობა მობილურობისთვის" ფარგლებში 28 სპეციალისტი დროებით უკვე დასაქმდა გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 55 ქართული დიასპორის წევრი კი გერმანიიდან დაბრუნდა და დასაქმდა საქართველოში.