Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯორჯ სოროსი: გლობალურ ბაზრებზე კრიზისია, რომელიც 2008 წელს მახსენებს

568e4a354df04
BM.GE
07.01.16 15:19
1085
ჯორჯ სოროსი მსოფლიოში 2008 წლის ფინანსური კრიზისის მსგავს გამოწვევებს ხედავს. სოროსმა შრი-ლანკაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ინვესტორები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.
 
„მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე კრიზისია, და ეს გამოწვევები ძალიან მახსენებს 2008 წელს. ინვესტორები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩინეთი ცდილობს ზრდის ახალ გზას მიაგნოს და მისი ვალუტის დევალვაცია პრობლემას მთელს მსოფლიოს გადასცემს“, - განაცხადა სოროსმა.