Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსი ბროკერების წილი ქართულ ბაზარზე გაიზარდა - რა სერვისებს აწვდიან რუსი მიგრანტები ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარს?

BM.GE
05.06.23 11:40
71
ბინების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, რემონტი, ინტერიერის დიზაინი, მასალების და ავეჯის შერჩევა-ჩამოტანა, ავეჯის დამზადება - ყველა ამ და კიდევ ბევრ სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სერვისს საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეები ადგილობრივებსა თუ უცხოელ სტუმრებს აქტიურად სთავაზობენ. შეიქმნა კომპანიებიც, რომლებიც იურიდიულ და საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც საქართველოში აპირებს ცხოვრებას ან ბიზნესის დაწყებას. 

ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიებისა თუ პლატფორმების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოში ამ პროფილით მუშაობენ და ქართველ კომპანიებთან აქტიურ კონკურენციაში შედიან. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციაში აცხადებენ, რომ ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარასა და კახეთში, უძრავი ქონების ბაზარზე ადგილობრივ საბროკერო კომპანიებს უცხოურ ფირმებთან კონკურენცია უჭირთ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, ადგილობრივი ბროკერების დისკრიმინაცია მოხდეს, რადგან მათი საქმიანობის არეალი ამ ეტაპზეც საგრძნობლად შეზღუდულია. რა იცვლება უძრავი ქონების სერვისის მიწოდების ნაწილში?

სტუმარი: ვაჟა მებაღიშვილი - საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი;