Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#უძრავიქონებისპროსპექტი: “ცენტრალ პარკ თაუერსი” - პირველი ანგარიში საზოგადოებას

BM.GE
27.04.23 13:30
102
„ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტში, რომელსაც კომპანია „ორბი ჯგუფი“ „ბლოქ ჯგუფთან“ ერთად თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე აშენებს, 60%-მდე უკვე გაყიდულია. როგორც „ბლოქ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, დაინტერესება არსებობს როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, ისე რეგიონის, ევროპის, ამერიკისა და არაბული ქვეყნების ინვესტორებისგან. 

ინტერესი დიდია პენთჰაუსებზეც, სადაც კვ/მ-ზე ფასი 20 000$-ია. როგორც შემსრულებელ კომპანიებში აცხადებენ, წარმოდგენილი 4 პენთჰაუსიდან 2-ის გაყიდვაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა. მათივე გათვლებით პროექტში გაყიდვები სრულად 2 კვირიან ვადაში ამოიწურება.

სტუმრები: ირაკლი კვერღელიძე - “ორბი ჯგუფი” გენერალურ დირექტორი;
თორნიკე ჯანაშვილი - “ბლოქ ჯგუფი” გენერალურ დირექტორი