Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კარგარეთელის ქუჩის "მწვანე ქუჩად" გადაქცევის სამუშაოები მიმდინარე წლიდან დაიწყება

56ac75c54f3ed
BM.GE
30.01.16 12:33
1272
თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები და განხორციელებული პროექტები შეაჯამა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, წლის განმავლობაში „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია „დინამო არენა“-ს რეაბილიტაცია და უეფა-ს სუპერთასის ორგანიზების ხელშეწყობა, ასევე, დიღმის ოლიმპიური სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების და ბიზნეს ინკუბატორების - Fab Lab-ების შექმნა.

"ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროექტია QR ბიბლიოთეკაც, რომელიც თბილისის მეტროში, ასევე, სხვა ხალხმრავალ ადგილებში ციფრული (ელექტრონული) ბიბლიოთეკების მოწყობას გულისხმობს.

რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს - "მწვანე ქუჩა", რომელიც თბილისში, კარგარეთელის ქუჩის „მწვანე“ კონცეფციით მოწყობას (მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება,
ნაგვის ურნა, დამტენი მოწყობილობები, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატი, ელ. მობილების დამტენი აპარატურა, ინოვაციური მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი და ქუჩის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია) ითვალისწინებს, პროექტირების პროცესი დასრულებულია და 2016 წლიდან სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.
კიდევ ერთი საპილოტე პროექტი, რომელსაც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ ახორციელებს 95-ე ბაგა-ბაღის ენერგოეფექტურ შენობად გარდაქმნას ითვალისწინებს. შენობის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია.