Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კახა კალაძის განცხადებით, გაზსაცავის მშენებლობისთვის თანხები უკვე მოძიებულია

56a217e37eb77
BM.GE
22.01.16 15:50
1064
კახა კალაძის განცხადებით, გაზსაცავის მშენებლობისთვის თანხები უკვე მოძიებულია. როგორც დღეს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თანხებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ფლობს. მისივე თქმით გაზსაცავის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე 2 ლოკაცია განიცილება.
 
"არის რამოდენიმე ადგილი სადაც არის შესაძლებელი გაზსაცავის მშენებლობა. იქ დღეს არიან ლიცენზიანტი კომპანიები, რომლებიც ნავთობის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. "სოკარს" ძალიან დიდი ინტერესი აქვს მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში დეტალურად გვექნება ინფორმაცია მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.