Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კახეთში ორი მცირე ჰესის მშენებლობა სავარაუდოდ, 6 თვეში დაიწყება

571b2533c8640
დავით ჯალაღონია
23.04.16 11:00
1131
კახეთში ორი მცირე ჰესის მშენებლობა სავარაუდოდ, 6 თვეში დაიწყება.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" აღნიშნული ჰესების მშენებელი კომპანია "დეკას“ ხელმძღვანელმა ბიძინა იმნაძემ განუცხადა, კახეთში, მდინარე ლოპოტაზე და მდინარე დიდხევზე ორი მცირე ჰესის მშენებლობისთვის ენერგეტიკის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმებულია და ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.

"ორივე ჰესის დადგმული სიმძლავრე ჯამურად, 15 მეგავატია. მათი სავარაუდო გენერაცია წელიწადში 70 კილოვატი საათი იქნება. პროექტების საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონ დოლარამდეა. მშენებლობის დაწყებას ალბათ, 6 თვის შემდეგ შევძლებთ. 18 თვე დასჭირდება მშენებლობას და ჰესები ექსპლოატაციაში სავარაუდოდ, 2018 წლიდან შევა“, - განაცხადა იმნაძემ.