გლობალური დათბობის გამო აგროსექტორში და ქარხნებში მომუშავეები სიცხისგან გამოწვეულ დაზიანებებს მიიღებენ, რაც უარყოფითად ისახება შრომის პროდუქტიულობაზე, - აღნიშნულია გაეროს ახალ ანგარიშში, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) ერთად მომზადდა.
ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის შრომისუნარიანობის შემცირება 2 ტრილიონი დოლარის დანაკარგამდე მიგვიყვანს. The Guardian-ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ თერმულ სტრესს უკვე მილიონობით კადრი განიცდის - ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მუშაობენ, იძულებულები არიან მუშაობის ტემპი შეამცირონ და შესვენების ხანგრძლივობა გაზარდონ.
იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოსახლეობა დათბობისგან მიღებული სტრესით ყველაზე მეტად დაზარალდება შედის ბანგლადეში, ბურკინა-ფასო და კამბოჯა.